საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილისა და საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, საუდ ბინ მოჰამედ ალ-სატის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-საუდის არაბეთის საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, გაიმართა პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის პირველი სხდომა (დისტანციურ ფორმატში).
სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს-საუდის არაბეთის ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები. საუბარი შეეხო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, ინიციატივებს და მათი იმპლემენტაციის გზებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონებში მიმდინარე მოვლენებზე.