Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და კენიის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

საქართველოსა და კენიის რესპუბლიკას შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო კენიის მხრიდან - კენიის რესპუბლიკის საგარეო და დიასპორის საქმეთა სამინისტროს საგარეო საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მდივანი, აბრაჰამ კორირ სინგ’ოეი. 

კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მათი განვითარების შესაძლებლობები.  ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე. 

საუბარი შეეხო ეკონომიკურ თანამშრომლობას, ამ კონტექსტში,  აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნეს გარემო და  ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმები.

ყურადღება გამახვილდა ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხზე, ასევე კულტურის, სპორტის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.  

აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის საკითხი. 
 
საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა კენიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

 

 

დანართები

    მსგავსი სიახლეები