Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ჰისაიუკი ფუჯიისთან შეხვედრა გამართა.

ელჩმა იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას  და სამომავლოდ  ურთიერთობების  გაღრმავების აუცილებლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, თავისუფალი  ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას, ხალხთაშორისი კავშირების გაღღმავებას და ა.შ.  

საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ასევე ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაიხსენა  საოკუპაციო ხაზთან  მისი ვიზიტი და აღნიშნა, რომ  რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, კარგად ესმის საქართველოს გარშემო შექმნილი ვითარების სირთულე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების კიდევ მეტად გაძლიერების მიმართულებით.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები