Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა. ილია დარჩიაშვილისა და ტობიას ბილსტრომის შეხვედრა ქ. სკოპიეში, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-შვედეთის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო შვედეთის სამეფოს განიხილავს როგორც მეგობარსა და სანდო პარტნიორს და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის შვედეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ასევე, მინისტრები მიესალმნენ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და განიხილეს ამ კუთხით გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ტობიას ბილსტრომს ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა შვედეთის მნიშვნელოვან წვლილს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში. 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ნორდიკულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების შესახებაც.

 

 

ილია დარჩიაშვილმა კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები