Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ილია დარჩიაშვილი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში,  გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის.

ილია დარჩიაშვილმა და ბოგდან აურესკუმ  ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგზე. ასევე, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და რუმინეთს შორის გაფორმებულ სტრატეგიულ დოკუმენტს და შეთანხმდნენ, დოკუმენტის იმპლემენტაციის მიზნით,  აქტიურად იმუშაონ  შესაბამის სამოქმედო გეგმაზე.

გარდა ამისა, მინისტრებმა  გაცვალეს მოსაზრებები რუმინეთში გაფორმებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. რუმინეთის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები