Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში

2023 წლის 28 ნოემბერი - 3 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი დოლიძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში იმყოფებოდა.

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, დელეგაცია  გაიანის კოოპერატიულ რესპუბლიკას ესტუმრა, სადაც გამართა შეხვედრა CARICOM-ის (კარიბის ქვეყნების გაერთიანების) გენერალური მდივნის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ელიზაბეტ სოლომონთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და CARICOM-ის წევრ ქვეყნებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრა გაიანის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილესთან, ელიზაბეტ ჰარპერთან. 

დელეგაციის გრენადაში ვიზიტისას, შედგა შეხვედრები გრენადის საგარეო საქმეთა, ვაჭრობის და ექსპორტის განვითარების მინისტრთან, ჯოზეფ ანდალთან და მინისტრის პირველ მოადგილესთან, როქსი მაკლეიშ-ჰატჩინსონთან. ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის ასევე გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი. 

აღსანიშნავია, რომ რეგიონში გამართული შეხვედრებისას, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს არსებული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებით.

შეხვედრებისას, მხარეებმა დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები