მაკა ბოჭორიშვილი: უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საქართველომ გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით ეკონომიკის სტაბილურობა და სიჯანსაღე შეინარჩუნა
უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საქართველომ გონივრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური დისციპლინის წყალობით, შევინარჩუნეთ ეკონომიკის სტაბილურობა და სიჯანსაღე; 2021 წელს დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ხოლო გასული ოთხი წლის განმავლობაში - საშუალოდ 9.7%-იანი ზრდა,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებზე გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.