Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი გაერო-ს მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაერო-ს მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ესპანეთის სამეფოში, ქ.სევილიაში იმართება. 

მინისტრი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებთან, საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად დაესწრო კონფერენციის გახსნით სესიას. ღონისძიების მონაწილეებს ესპანეთის მეფემ ფილიპე VI, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა და სხვა მაღალი დონის სტუმრებმა მიმართეს. აღინიშნა გლობალური განვითარების მიზნების ეფექტური შესრულებისთვის საერთაშორისო ფინანსური სისტემების ადაპტირების და არსებული დეფიციტის შემცირების მნიშვნელობა, რისკენაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა იქნება მიმართული. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელი კონფერენციის ფარგლებში მიმართავს დამსწრე საზოგადოებას, რა დროსაც ისაუბრებს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს პროგრესზე და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და მდგრადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით არსებული გამოცდილების გაზიარების მზაობაზე, ისევე როგორც საქართველოს მზარდ როლზე რეგიონის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები