2024 წლის 10 ივნისს, ქ. თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან (რეზიდენციით ქ. ბაქოში), ბილალ ჰაიესთან, აღნიშნულ თანამდებობაზე მისი დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო საქართველოსა და პაკისტანს შორის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის თავზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ნაყოფიერად ვითარდება, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, ასევე განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.
ორივე მხრიდან გამოითქვა ურთიერთსასარგებლო კავშირების შემდგომი განვითარების მზადყოფნა, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებს პასუხობს.
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მადლობა გადაუხადა ბილალ ჰაიემს, ელჩის რანგში გაწეული მუშაობისთვის და წარმატება უსურვა სამომავლო დიპლომატიურ საქმიანობაში.