Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თეიმურაზ ჯანჯალიამ ჰააგაში შეხვედრები გამართა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის გენერალურ დირექტორთან, ანიტა ვან დენ ენდესთან, ევროკავშირის საკითხებში პრემიერ მინისტრის სპეციალურ მრჩეველთან, საიდ ფაზილისთან და ნიდერლანდების ქვედა პალატის წევრთან, რუბენ ბრეიკელმანსთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, ჰააგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 2023 წლის 4 დეკემბერს, შეხვედრები გამართა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის გენერალურ დირექტორთან, ანიტა ვან დენ ენდესთან, ევროკავშირის საკითხებში პრემიერ მინისტრის სპეციალურ მრჩეველთან, საიდ ფაზილისთან და ნიდერლანდების ქვედა პალატის წევრთან, რუბენ ბრეიკელმანსთან.
შეხვედრების მთავარი თემა იყო საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და ევროკომისიის დადებითი დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თეიმურაზ ჯანჯალია ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებთანაც გაიმართა დისკუსია თემაზე "საქართველოს ევროინტეგრაცია თავის გადამწყვეტ ფაზაში". დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს კლინგენდაელის ინსტიტუტის ექსპერტებმა, ვაუტერ ზვეირსმა და ქრისტიან ნელისემ და ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა და ორგანიზაცია "Caucasus Iterconnect"-ის ხელმძღვანელმა, ფრანსუაზა კომპანიენმა."

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები