Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები. 

ყურადღება გამახვილდა  ევროკომისიის რეკომენდაციაზე საქართველოსთვის  კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ასევე საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე. 

კიდევ ერთხელ დადასტურდა  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმართ უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის, ეუთო-ს ფარგლებში  თანამშრომლობის საკითხები.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები