Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პეკკა ჰაავისტოს, შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი მიმოიხილეს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გაწეულ სამუშაოების შესახებ, მათ შორის, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ შეფასების ანგარიშს და აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ამ გზაზე. ფინეთის მხარემ კიდევ  დაადასტურა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა და საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერა. 

საუბარი შეეხო ნატოში ინტეგრაციასა და ამ კუთხით გამოცდილების ურთიერთგაზიარებასაც. ასევე, შეხვედრაზე მინისტრებმა ყურადღება დაუთმეს უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.

ფინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები