Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომა

4 დეკემბერს, თბილისში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის პირველი თემატური ჯგუფის - „ეკონომიკური დიალოგი, საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი; სტატისტიკა; ფინანსური მომსახურება; ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი; თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა და კონტროლი“ რიგით მე-7 სხდომა, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი, არჩილ ყარაულაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის ეკონომიკური და ფინანსური საკითხების გენერალური დირექტორატის, მეზობელი ქვეყნების და მაკრო-ფინანსური დახმარების სამმართველოს უფროსი ქ-ნი ბეტინა კრომენი.

საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლები, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა წარმომადგენლები.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკა, რის შედეგადაც მეორე წელია ქვეყანაში ფიქსირდება ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი. პოზიტიური შეფასება მიეცა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს საჯარო ფინანსების მართვის, სტატისტიკის, დაზღვევის, სახელმწიფო აუდიტის და ევროკავშირის დახმარების პროექტებში თაღლითობის პრევენციის მიმართულებით. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები